ბაკურიანში 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა და 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

ბაკურიანი

ბაკურიანში, 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა შენდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საკლასო ოთახებს, ლაბორატორიას, სპორტულ და კვების სივრცეებს მოიცავს.

ასევე, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა.

საბავშვო ბაღში, სასწავლო ოთახებთან ერთად, განთავსებულია საძინებლები, ადმინისტრაციული, სამედიცინო და სამზარეულოს ბლოკი. ასევე მოეწყო შიდა და გარე სათამაშო სივრცეები და რეკრეაციული ზონა.