აქცია წალენჯიხაში - მოსახლეობამ მესტიისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა სცადა

ხმაური წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს მოსახლეობამ აქცია გამართა და მათ მესტიისკენ მიმავალი გზა გადაკეტა სცადა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა. როგორც წალენჯიხის პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციამ 2 პირი სიტუაციას განარიდა. ისინი, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

აქციის მონაწილეები სოფლის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას მოითხოვენ, ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მოვიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიც, რომელიც ამ წუთებში მოსახლეობას ესაუბრება.

წალენჯიხის მერი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ საკითხს საკრებულოს სხდომაზე ხელმეორედ გაიტანენ და გზის რეაბილიტაცია მაქსიმალურად სწრაფ ვადებში დაიწყება.

თავის მხრივ, საკრებულო განმარტავს, რომ მერიამ რამდენიმე თვის წინ ხარვეზიანი პროექტი გააგზავნა და რეაბილიტაცია ამიტომ შეფერხდა.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.