ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამინისტროს ცნობით, სკოლის განახლება მიმდინარეობს სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლები“ ფარგლებში.

„მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია.

სოფელ ბუგეულის სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე და ეკოლოგიური გარემოს შექმნას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას.

პროექტის მიხედვით, ბუგეულის სკოლაში მნიშვნელოვნად შემცირდება ენერგომოხმარება, CO2 ემისიები, შენობების ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სკოლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.