ექიმებმა დაასახელეს ვაშლის რაოდენობა, რომელიც ყოველდღე უნდა მივირთვათ
1791106054
გერმანიის ქალაქ დრეზდენში „განათლების საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი და ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო სოხაძე ესწრებოდნენ.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ზრდასრულთა განათლების მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობების როლისა და არსებული სტრატეგიების ეფექტიანობის განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა გაიზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (Lifelong Learning) შესაძლებლობების შექმნასა და ადგილობრივი თემის გაძლიერებას.
ღონისძიება DVV International-ის, იუნესკოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ინსტიტუტისა (UIL) და დრეზდენის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.