12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - „თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს
1791195131
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებამ 106.1% შეადგინა - საკასო ხარჯმა 1 მილიარდ 859.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 106.7 მილიონი ლარით აღემატება.
9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 1 მილიარდ 752.5 მილიონი ლარის ათვისება, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 859.2 მილიონ ლარი შეადგინა.
სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა:
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ — 1 მილიარდ 186.5 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 110%-ია;საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ — 415.4 მილიონი ლარი, რაც გეგმის 94%-ია;საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ — 250.2 მილიონი ლარი, რაც გეგმის 112%-ია.