„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
„ამბასადორი აილენდმა” ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თავისი არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს.
„ჩვენ პროექტის განვითარების გარდამტეხ ეტაპზე ვიმყოფებით. მიწის მოწყობითი პროცესი დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი, 46.9 ჰექტარი უკვე შექმნილია. სექტემბრის თვეში დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, ხოლო იანვარში ჯამურად 48 ჰა მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად ვემზადებით. გარდა ამისა, კუნძულის განვითარების პარალელურად „ამბასადორი აილენდზე” მსხვილი ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს- დაწყებულია სამი მასშტაბური პროექტის განვითარება. მოხარულები ვართ, რომ „ამბასადორი აილენდსა” და IG Development-ს შორის ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრის პროექტს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს სწორედ ისინი განახორციელებენ”, - აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.