აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ნიუ-იორკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და მედია ფორუმზე წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ნიუ-იორკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და მედია ფორუმზე წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია აშშ-ში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე New York Travel & Adventure Show გაუწია. გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ  ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და სტენდთან მიმდინარე პრეზენტაციებისას მის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. გამოფენის მსვლელობისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრები გამართა სარეკლამო და ტურისტული კომპანიების, მედიისა და საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან.

გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 550-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. წელს, New York Travel & Adventure Show-ს 23 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

ნიუ-იორკში ვიზიტისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა  სამოგზაურო მედია ფორუმშიც International Media Marketplace IMM North America 2026 მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში უწყების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების National Geographic Traveller, The New York Times Travel,The Washington Post, Condé Nast Traveller, Wanderlust, Lonely Planet და Thrillist- ის წარმომადგენლებთან. ისინი ასევე შეხვდნენ მარკეტინგული და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს.

შეხვედრების მიზანი ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობით ერთობლივი მედიატურების ორგანიზება და საერთაშორისო მედიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდაა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად უწევდა საქართველოს პოპულარიზაციას.

International Media Marketplace IMM North America 2026-ზე 1000-ზე მეტი საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი და ბლოგერი მონაწილეობდა.