სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალი მეთოდით გადამოწმდებიან - მინისტრის განცხადება
1780224629
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და განვითარების პრიორიტეტები განიხილეს; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის მთავრობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ბათუმის სანაპირო ზოლი და მიმოიხილეს ზღვისპირა ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.
მხარეებმა განიხილეს საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და ურბანული განვითარების მიმართულებები. საუბარი შეეხო ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციას, არდაგანის ტბის ტერიტორიის განახლებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბათუმში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტებს. დეტალურად იქნა განხილული მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც ბათუმში, ისე მაღალმთიან აჭარაში.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონში. ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ ბათუმის ბულვარისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. დავათვალიერეთ არდაგანის ტბის ტერიტორია, სადაც დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვგეგმავთ „მაგნოლიის“ პროექტის მოწესრიგებასაც. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს; აქტიურად გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების, სკოლების, რაგბის მოედნებისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის შედეგად კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება აჭარის ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.