1780210480
დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი - თურქეთში ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
თურქეთის ქალაქ დენიზლიში ტურისტული კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი დენიზლი-აიდინის გზატკეცილზე ბარიერებს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი, დაიღუპა და 33 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი იზმირიდან ანტალიაში მიემგზავრებოდა და მასში 38 მგზავრი და 3 მძღოლი იმყოფებოდა.












