როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
44 წლის ირაკლი მაქაცარია მაშველებმა იპოვეს. ის ცოტა ხნის წინ ადიდებულმა მდინარე ჭანისწყალმა გაიტაცა, თუმცა როგორც ჩანს მამაკაცმა ნაპირზე გასვლა მოახერხა.
უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კაცი მდინარის ფერდზე იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცის ხმა მდინარის მიმდებარე ტყიდან ისმოდა. „ეტყობა ტოტებს მოეჭიდა და ნაპირზე გასვლა მოახერხა. ხმა ისმოდა ტყიდან.“
მანამდე მაშველებმა ადიდებული მდინარიდან დედა და შვილები ამოიყვანეს.