ზაზა თელიას საგანგებო გაფრთხილება - „სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც იზრდება“

დერმატოლოგი

„კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო“– ამის შესახებ პოდკასტში Sphero-სფერო, ექიმმა-დერმატოლოგმა, ზაზა თელიამ განაცხადა.

ექიმი ინტერვიუს სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს უზიარებს და წერს:

„არამარტო თირკმლის და ღვიძლის დაავადებების რისკი მატულობს, არამედ სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც, შესაბამისად ვერ იქნება უსაფრთხო დანამატი კრეატინი, იმის მიუხედავად რომ მეთოდოლოგიურად გაუმართავი ერთი მეტა-ანალიზი მის უსაფრთხოებას ირწმუნება“ – წერს ზაზა თელია.