„ჩემს ძვირფას ყოფილთან ბოდიში, მაგრამ...“ - ალექსანდრა პაიჭაძის გულწრფელი აღიარება
1785789185
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დადგენილების პროექტი, რომელიც უცხოელებისთვის ქვეყანაში შესასვლელად ფასიანი ელექტრონული ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „მედუზა“ ყაზახეთის სახელმწიფო პორტალზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, პროექტში ნებართვის საფასური მითითებული არ არის. უწყების განმარტებით, დაწესებული გადასახადი ციფრული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის დაფინანსებას მოხმარდება. ფასიანი ელექტრონული ნებართვების ამოქმედება 2026 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე იგეგმება.
მედიაში აღნიშნავენ, რომ პროექტში არ არის დაკონკრეტებული, უცხოელთა რომელ კატეგორიებს შეეხება ახალი წესი, ამიტომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, გავრცელდება თუ არა ის ყველა უცხოელზე.
დოკუმენტი მომზადდა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის მიგრაციული კონტროლის მოდერნიზებისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანის შესახებ დავალების ფარგლებში. ივნისში თოყაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც მიგრაციის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და ელექტრონული შესვლის ნებართვის შემოღების სამართლებრივი საფუძველი შექმნა.
დოკუმენტი 17 აგვისტომდე საჯარო განხილვის პორტალზე დარჩება.