თუ თქვენი სიარულის რიტმი სწრაფია, დააკვირდი, გახასიათებს თუ არა ეს 7 თვისება

სიარული

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის სიარული ბევრ რამეს გვეუბნება მის პიროვნებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც სწრაფად მოძრაობენ, გარკვეულ ხასიათის თვისებებს ფლობენ, აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი კრისტალ კასტანიოცცი.

1. სანდოობა და მიზანდასახულობა
სწრაფად მოსიარულე ადამიანები ხშირად აჩვენებენ მიზანმიმართულ ქცევას. ეს ასახავს მათ უნარს, იყვნენ პროდუქტიულები, გააკონტროლონ მიზნამდე მისვლის კურსი და ეფექტურად იმოქმედონ.

2. ექსტრავერსია
ასეთი ადამიანები ორიენტირებულები არიან გარე სამყაროზე, აქტიურები და ენერგიულები არიან. ექსტრავერტები, როგორც წესი, ბევრს მოძრაობენ და კარგად გრძნობენ თავს ფიზიკური და მენტალური აქტივობის პირობებში.

3. ემოციური სტაბილურობა
ემოციურად დაბალანსებული ადამიანები სწრაფად გადაადგილდებიან, რადგან ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ ფიქრსა და აზროვნებაზე, მოძრაობენ თავდაჯერებულად და სისწრაფით.

4. სიახლეებისადმი ლტოლვა

გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობითა და ფანტაზიით. 

5. კეთილგანწყობილობა
თანაგრძნობა და თანამშრომლობის უნარი ასევე მოქმედებს სიარულის სიჩქარეზე. კეთილგანწყობილი ადამიანები შეიძლება მიჰყვნენ პარტნიორის ტემპს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათ სისწრაფისკენაც უბიძგებენ.

6. მიზანდასახულობა
რწმენა და ინიციატივა ზრდის ადამიანთა მიზანდასახულობას.. მიზანდასახული პიროვნებები ხშირად სწრაფად დადიან, მკაფიოდ იციან მიმართულება და თავიანთი მიზნები.

7. ამბიციურობა
ამბიციური ადამიანები ესწრაფვიან მნიშვნელოვან მიზნებს. მათთვის ბუნებრივია სწრაფი ნაბიჯები.

ამრიგად, თქვენი სიარულის ტემპი მხოლოდ ჩვევის ან ფიზიკური ფორმის საკითხი არ არის, არამედ თქვენი პიროვნების სარკეცაა. სწრაფი ნაბიჯი შეიძლება ენერგიის, მიზანდასახულობისა და შინაგანი თავდაჯერებულობის ნიშანი იყოს.