მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა „კოტკასტს" სტუმრობდა, სადაც ტკბილეულთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს უპასუხა.
„როდესაც მაგალითად მეუბნებიან - ტკბილი მინდა და მე ვეუბნები კონკრეტულად რა გინდა, მუსი, ნაყინი... მას სწყურია მოფერება, სიყვარული, რაღაცა სითბო... ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური კომპონენტი. თუ არის რაღაც ისეთი მაგალითად გოზინაყი ან ტკბილი ჩიფსი, (ჩასახრამუნებელი), ე.ი. ვიღაცაზე ბრაზი და ეს სურვილი ერთმანეთთან ბმაშია.
სომატური დაავადებების მიხედვითაც არის, რომ რა პროდუქტიც გეძახის, იმის მიხედვით გაჰყვები და პირველწყაროსთან მიდიხარ. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. მე შოკოლადი მინდა და ეს აუცილებლად მაგნიუმის ნაკლებობაა, ეგრე არ არის. შეიძლება მე ამ შოკოლადთან მაქვს სერიოზული ემოციური ბმაც, მაგნიუმის ნაკლებობაც... რამდენიმე ამბავია, მულტიკომპონენტურია და შეიძლება იყოს ის, რომ - მე მახსოვს რომ ჩემი საყვარელი ბებო ამ დროს ასე მიკეთებდა, ის მენატრება, ის სიტუაცია",- ამბობს ნატა გაგუა.