1787415599
თეთრი ნივთები ახალივით გახდება - ეს საშუალება აფთიაქებში ძალიან იაფი ღირს
თეთრმა ტანსაცმელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მორუხო ან მოყვითალო ელფერი მიიღოს. ამის მიზეზი ხდება ოფლი, მტვერი, კოსმეტიკისა და სარეცხი საშუალებების ნარჩენები, ასევე უხეში წყალი.
თუმცა ნივთებისთვის დაკარგული ფერის დაბრუნება აგრესიული ქლორიანი მათეთრებლის გამოყენების გარეშეც შეგიძლიათ, წერს Planeta. აღინიშნება, რომ თეთრი ქსოვილების გასაახლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი (პერეკისი), რომელიც აფთიაქებში იყიდება.
საქმე ის არის, რომ წყალბადის ზეჟანგს ჟანგვითი თვისებები აქვს და ეხმარება ქსოვილის გაღიავებაში, თუ იგი ოდნავ გამუქდა ან გაყვითლდა. საშუალება იაფი ღირს და სწორი გამოყენებისას შეიძლება აგრესიული მათეთრებლების ალტერნატივად იქცეს. თუმცა, საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით უნდა შეისწავლოთ ტანსაცმლის ეტიკეტი და დარწმუნდეთ, რომ მოვლის არჩეული მეთოდი ქსოვილს შეესაბამება. შესაფერისი ქსოვილისგან დამზადებული თეთრი ნივთებისთვის შეგიძლიათ 200 მლ-მდე 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი პირდაპირ სარეცხი მანქანის ფხვნილის განყოფილებაში დაამატოთ. ამასთან, გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ, რომ სარეცხი მანქანა არ გადავტვირთოთ. თუ მასში ძალიან ბევრი ტანსაცმელია, წყალი და სარეცხი საშუალება ბოჭკოებში უფრო ცუდად აღწევს, რის გამოც რეცხვის შედეგი ნაკლებად ეფექტური იქნება.
წყალბადის ზეჟანგი ყველა მასალისთვის არ გამოდგება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ნაზ ქსოვილებთან, მათ შორის შალსა და აბრეშუმთან.
თუ ეჭვი გეპარებათ, საშუალება ჯერ ქსოვილის მცირე მონაკვეთზე უნდა გამოსცადეთ.
მთავარი წესი - არ შეურიოთ საშუალებები.
წყალბადის ზეჟანგის შერევა არ შეიძლება ქლორიან მათეთრებელთან ან სხვა საშუალებებთან. ასეთმა კომბინაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი და პოტენციურად საშიში ქიმიური რეაქციები.











