სცადეთ „3-2-1 ძილის წესი“, თუ ღამით გეღვიძებათ და ვეღარ იძინებთ

ძილი

ძილის ექსპერტები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ღამის განმავლობაში მოულოდნელი გაღვიძებაა - განსაკუთრებით დილის 3 საათისკენ, ხშირად საპირფარეშოში წასვლის საჭიროების გამო. ეს კი არღვევს ძილს და დილით დაღლილობას იწვევს.

კლინიკური ფსიქოლოგი და ძილის სპეციალისტი დოქტორი მაიკლ ბრეუსი ამბობს, რომ გამოსავალი მარტივია.

3-2-1 წესი უკეთესი ძილისთვის:

3 საათით ადრე – შეწყვიტეთ ალკოჰოლის დალევა

2 საათით ადრე – შეწყვიტეთ კვება

1 საათით ადრე – შეწყვიტეთ სითხის დალევა

თუ მაინც გაიღვიძეთ - როგორ დავუბრუნდეთ ძილს?

ღამით გაღვიძების შემთხვევაში არ გადაამოწმოთ საათი.

მისი თქმით, დროის ნახვა მხოლოდ ზრდის შფოთვას და იწვევს ზედმეტ ფიქრს: „რამდენი მეძინა?“ ან „რამდენი დარჩა გაღვიძებამდე?“.

სჯობს გონება დაიმშვიდოთ და მისცეთ საკუთარ თავს დრო, რომ ბუნებრივად დაბრუნდეთ ძილში - რადგან ღამით მოკლე გაღვიძება სრულიად ნორმალურია.