„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს 12:00-იდან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზემო წეროვანი, ნარეკვავი, წილკანი, ბიწმენდი, მისაქციელი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, ხოლო 12:00-იდან 16:00 საათამდე - სოფელ წეროვანში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.