„შური არის ძალიან ადამიანური მდგომარეობა და ცუდი არ არის“ - ფსიქოლოგის განმარტება და რჩევა

შური

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე ადამიანებისთვის დამახასიათებელ ისეთ ბუნებრივ თვისებაზე საუბრობს, როგორიც შურია და რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევს ჩვენი დამოკიდებულების დადებითი კუთხით შეცვლისთვის.

„როცა ვინმე გაღიზიანებს, როცა მისი წარმატება არ მოგწონს, თუ მასზე რამე კარგს გაიგებ, შიგნიდან არ გიხარია. თუ ასეთ შეგრძნებებში ხარ, მინიმუმ კითხვა შეგიძლია დაუსვა შენს თავს, რა აქვს იმ ადამიანს ისეთი, რომელიც მინიმუმ მეც შეიძლება მინდოდეს რომ მქონდეს და არ მაქვს. შეიძლება აღმოაჩინო, რომ ხასიათის თვისებაა, განსხვავებულია, უფრო თავისუფალია, უფრო გახსნილია, როცა თავად არ აძლევ თავს იყო თავისუფალი. შეიძლება ურთიერთობებშია წარმატებული, შეიძლება კარიერაში და ასე შემდეგ. და შემდეგ დასვი კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რომ მე მქონდეს და თუ პასუხია კი, ამის შემდეგ იფიქრე რა შეიძლება გააკეთო, ეს შენს ცხოვრებაშიც რეალობად რომ იქცეს. აი ეს შეიძლება იქცეს თქვენს ცხოვრებაში დიდი საწვავის და ენერგიის მომცემი და შურიც კარგად გამოვიყენოთ“ - ამბობს ფსიქოლოგი.