„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა...“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“
1784198497
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თბილისსა და რეგიონებში ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა.
შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ბაზაზე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დრონის მართვის გადამზადების კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს.
„ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება საშუალებას აძლევს გამოძიებას მტკიცებულებათა მაღალი ხარისხის ვიზუალი მიაწოდოს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.