მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - ამინდი ევროპის ქვეყნებში
1751126406
კაკალი (Juglans regia L.) უნიკალური შემადგენლობითა და მრავალფეროვანი სამედიცინო მოქმედებით ხასიათდება. იგი მდიდარია მრავალგვარი მიკროელემენტით, ბიოაქტიური ნივთიერებებით.
ნიგოზი შეიცავს რა 77%-მდე ცხიმოვან ზეთს და 21%–მდე ცილას, კალორიების მიხედვით საუკეთესო ჯიშის ღორის ხორცზე მაღლა დგას.
კაკალში არის კაროტინი, C ვიტამინი,რომელიც ყველაზე მეტი არის უმწიფარი ნაყოფის ნაყოფედში (3%–მდე), B, E და E1 ჯგუფის ვიტამინები, რკინისა და კობალტის მარილები. C ვიტამინის რაოდენობით უმწიფარი ნაყოფი არ ჩამოუვარდება შავ მოცხარს და ასკილის ნაყოფს, ამიტომაც მათგან ამზადებენ ვიტამინურ კონცენტრატებს.
გარდა ამისა, ნაყოფებში გვაქვს ბევრი მთრიმლავი ნივთიერება და მღებავი ნივთიერება იუგლონი, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება.
ძველად სჯეროდათ, რომ ადამიანის ტვინის მსგავსი ფორმის კაკალი შველოდა თავის ტკივილს, ასაზრდოებდა გონებას. თანამედროვე მეცნიერებაც ამას ადასტურებს. განსაჯეთ: A, B1, B2, E, PP, C ვიტამინები, კობალტი, რკინა, თუთია, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი – ეს ხომ ნაჭუჭში მოქცეული მთელი აფთიაქია.
ნიგოზს ხშირად იყენებენ კერძების მოსამზადებლად, მაგრამ მისი უსიამოვნო სიმწარის გამო, კერძი შეიძლება გაფუჭდეს. დიასახლისები ცდილობენ გემოს შეცვლას შაქრის ან თაფლის დამატებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ დაგეხმარებათ. არსებობს უფრო მარტივი გამოსავალი.
მთელი სიმწარე კონცენტრირებულია კანში, რომელიც ფარავს ნიგოზს. დაასხით თბილი წყალი. სასურველი ეფექტის მისაღწევად პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. შემდეგ, მოაცილეთ კანი ნიგოზს.
ამის გაკეთება შეგიძლიათ უფრო სწრაფად მდუღარე წყლით. ნიგოზი ნახევარი საათის განმავლობაში უნდა გააჩეროთ და სიმწარის კვალი გაქრება.
ასევე ნახეთ:
„შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას“ - ნახეთ, ვის გაუმართლებს ამ კვირაში
მოემზადეთ ხვალისთვის და გააკეთეთ ეს რიტუალი, რათა წარმატება მოიზიდოთ
აიღეთ ქაღალდის კუპიურა და დააწერეთ 2024 წელი - მიჰყევით ინსტრუქციას და მოიზიდეთ ფინანსური წარმატება