რატომ აქვს ჭურჭლის ღრუბელს სხვადასხვა ფერი - საიდუმლო, რომელზეც დიასახლისების უმეტესობას არ უფიქრია
1794141584
ზამთარში სახლში სარეცხის გაშრობა ნამდვილი პრობლემაა, განსაკუთრებით გათბობის არარსებობის პირობებში. ყინვის, თოვლისა და მოკლე დღის გამო აივანი სარეცხის გასაშრობად შეუფერებელი ხდება, სველი ტანსაცმელი კი მისაღებ ოთახებში, საძინებლებსა თუ შემოსასვლელებში ინაცვლებს, სადაც შეიძლება მთელი დღის განმავლობაში შრებოდეს. შედეგად იმატებს ტენიანობა, ფანჯრებზე ჩნდება კონდენსატი, ჰაერში კი — უსიამოვნო სუნი. გარდა ამისა, ხანგრძლივი ნესტი ობის გაჩენისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
როგორც ofeminin.pl წერს, სარეცხის სწრაფად გაშრობაში შეიძლება დაგვეხმაროს ერთი „არალოგიკური“ ხრიკი, რომელსაც ნორვეგიელები იყენებენ. მთელი საიდუმლო სწორ განიავებაშია.
ნორვეგიელებმა, რომლებიც ხანგრძლივ ზამთარს არიან მიჩვეულნი, მარტივი, მაგრამ ეფექტური სტრატეგია შეიმუშავეს. მთავარი დეტალი მოკლე, მაგრამ ინტენსიური განიავების ჩატარებაა. თუ ფანჯარას სულ რამდენიმე წუთით ფართოდ გამოაღებთ, წარმოიქმნება ჰაერის აქტიური ნაკადი, რომელსაც ტენი სწრაფად გამოაქვს.
ერთი შეხედვით ეს არალოგიკურად ჩანს, თუმცა ფიზიკის თვალსაზრისით სკანდინავიური მიდგომა სრულიად გამართლებულია: ქუჩის ცივი ჰაერი გაცილებით ნაკლებ წყლის ორთქლს შეიცავს, ვიდრე ოთახის თბილი ჰაერი. შიგნით შემოსვლისა და გათბობის შემდეგ, ასეთი ჰაერი ბევრად უფრო ეფექტურად იწოვს სარეცხიდან ტენს, ვიდრე ჩაკეტილ ოთახში არსებული ჩამდგარი ჰაერი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ტანსაცმლის სწორად განლაგება:
ტანსაცმელი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს: რაც უკეთ მოძრაობს ჰაერი მის გარშემო, მით უფრო სწრაფად შრება.
სქელი ქსოვილები, როგორიცაა პირსახოცები ან სვიტერები, ისე უნდა გაიშალოს, რომ ჰაერი კარგად უბერავდეს, ხოლო პერანგები და მაისურები უმჯობესია საკიდებზე დაკიდოთ.
მოერიდეთ საშრობის ცივ კედელთან მიდგმას და სველი ნივთების პირდაპირ გათბობის რადიატორზე დადებას.
ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია სარეცხის კარგად გაწურვა: რაც ნაკლები სისველე დარჩება ქსოვილში გარეცხვის შემდეგ, მით ნაკლები ტენი მოხვდება თქვენი სახლის ჰაერში.
სად ჯობს სარეცხის გაშრობა?იდეალური ვარიანტია კარგად განიავებადი სივრცე, სადაც ნივთების თავისუფლად, ერთმანეთზე მიჯრის გარეშე განთავსებაა შესაძლებელი. გამოდგება სამრეცხაო ან კარგი ვენტილაციის მქონე სააბაზანო ოთახი. თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, აირჩიეთ ოთახი, რომლის ხშირად განიავებაც შეიძლება.საძინებელი — განსაკუთრებით მაშინ, თუ იქ რამდენიმე ადამიანს სძინავს — საუკეთესო არჩევანი არ არის, რადგან მასში ჭარბი ტენი ადვილად გროვდება.