1755763467
როგორ ამოვიცნოთ ცოფის სიმპტომები ძაღლებში

როგორ ამოვიცნოთ ცოფის სიმპტომები ძაღლებში
„ცოფით შეიძლება დაავადდეს ყველა თბილსისხლიანი ცხოველი, უფრო ხშირად კი - ძაღლი.
საჭიროა ვიცოდეთ ძაღლის ცოფის ნიშნები, რომლებიც ვითარდება დაკბენიდან 12-20 დღეში.
ვეტერინარები გამოყოფენ ცოფის გამოვლინების სამ ძირითად სიმპტომს: მძვინვარე, მშვიდი და ატიპიური.
ინსტრუქციაში ჩამოთვლილია ცოფის გამოვლინების სიმპტომები ძაღლებში.
მძვინვარე ფორმა ფორმულირდება სამი ეტაპით: პირველ ეტაპზე ცხოველი ერიდება ადამიანებს, იმალება სიბნელეში ან პირით ძალზედ მეგობრულია.
ასევე შესაძლებელია ქავილის გამოვლინება ნაკბენ ადგილებზე.
მეორე ეტაპზე ჩნდება აგრესიის ნიშნები. უმიზნოდ დაბორიალობს, უმიზეზოდ ყეფს, იფხაჭნის და იკბენს ნაკბენ ადგილს, ღრღნის და ყლაპავს ნაფოტს და სხვა საგანს. თავს ესხმის და კბენს ცხოველს, ფრინველს, ადამიანს, პატრონსაც კი.
მესამე ეტაპი ცხოველს უვითარდება დამბლის ნიშნები. უჭირს სუნთქვა და კომატოზურ მდგომარეობაში კვდება.
მშვიდ ფორმაში ცხოველს უვითარდება დამბლა, ჩამოსდის დორბლი, ბარბაცით მიათრევს კიდურებს და 2-4 დღეში ცხოველი კვდება.
ატიპიური ფორმა (რთული დიაგნოსტიკა) - შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე ან მეტი. თავდაპირველად შეიძლება დიარეის სიმპტომების გავოლინებას გავდეს, რის შემდეგაც შეიძლება მოხდეს დროებითი გაუმჯობესება.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველი ჯანმრთელად გამოიყურება, მისი ნაკბენი საშიშია.
ცოფის ვირუსი პათოგენურია ყველა თბილსისხლიანი ცხოველისათვის. ვიზიტი ვეტერინართან დაიცავს თქვენს ძაღლს დაავადებებისგან.