რატომ არ უნდა დავტოვოთ სმარტფონი სატენზე მთელი ღამის განმავლობაში

მობილური

მობილურის ღამით დატენა, შესაძლოა, ლოგიკურად გეჩვენებოდეთ, მაგრამ, იცოდით თუ არა, რომ ეს თქვენი სმარტფონის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უარყოფითად აისახება?

USA Today-ს მიხედვით, Android-ის მწარმოებლები, მაგალითად, Huawei, სმარტფონის მთელი ღამის განმავლობაში სატენზე დატოვების მოწინააღმდეგეები არიან. ამის ნაცვლად, ისინი გვირჩევენ, სმარტფონების ბატარეა 30-დან 70%-მდე შუალედში შევინარჩუნოთ, რათა გავზარდოთ ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამავე აზრს იზიარებს კომპანია Apple-იც, რომლის iPhone-ებიც მომხმარებლებს სთავაზობს ოპტიმიზებულ დატენის რეჟიმს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სმარტფონების უმეტესობა მუშაობს ლითიუმ-იონურ ბატარეებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში უარესდება, იმისდა მიუხედავად, როგორ დატენით მას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი ფუნქციონირებს ელექტროდებს შორის მუხტის მატარებლების გადაადგილებით, რითაც ტვირთავს ბატარეის შემადგენელ ნაწილებს, რაც საბოლოოდ აზიანებს მათ ეფექტიანობას. ეს კი განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც მობილურის ბოლომდე დატენას ცდილობთ.

ამდენად, თუკი თქვენი სმარტფონის ბატარეის სიცოცხლისუნარიანობა გაღელვებთ, გაითვალისწინეთ მწარმოებლების რჩევა და მობილური 30-დან 70%-მდე შუალედში დატენეთ ხოლმე.

სხვა სიახლეები