რა შემთხვევაში ხდება ხურმის მირთმევა საშიში - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ხურმა

სასარგებლო მიკროელემენტების შემცველობით, ხურმა ვაშლსაც კი უსწრებს. მათ შორისაა კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, A, C და P ვიტამინები. პექტინის შემცველობის წყალობით, ხურმა ძველი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში კუჭის დაავადებების დროს და დღესაც საკმაოდ ხშირად გვირჩევენ საკვების მონელების დარღვევების დროს. თუმცა, ტანინის დიდი რაოდენობის გამო (რაც მის მკუმშავ თვისებებს განაპირობებს), ხურმის მირთმევა არ შეიძლება მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ხურმის მირთმევის დროს სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

ხურმის მირთმევა არაა რეკომენდებული ასევე ცილის შემცველ პროდუქტებთან ერთად, რადგან მათი ერთობლიობა წარმოქმნის ფიტობეზუარებს, რომლებიც ნაწლავში გროვდება და ადამიანი საოპერაციოც კი შეიძლება გახდეს. რისკჯგუფშს მიეკუთვნება ისინი, რომლებსაც კუჭის მჟავიანობა მაღალი აქვთ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ხურმა მივირთვათ დღეში ერთი ცალი.

გლუკოზისა და ფრუქტოზის შემცველობის წყალობით, ხურმა გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, თუმცა მისი მირთმევა არ შეიძლება დიაბეტის დროს.

ასევე ნახეთ:

საუკეთესო ხილი საჭმელად, თუ დიაბეტი გაქვთ - ზუსტი რაოდენობა, რომელიც უნდა მიირთვათ

5 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ და უნდა შეწყვიტოთ

რატომ უნდა ჩავიდოთ საპონი საწოლში დაძინების წინ?