1753907905
რა საერთო აქვთ კარიესსა და გულის შეტევას

უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ ჯანმრთელია მისი პირის ღრუ.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მეცნიერებმა, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დაადგინეს რომ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და კბილების / ღრძილების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებთან. ის ადამიანები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ კბილების წმენდის რუტინას, უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულ - სისხლძარღვთა დაავადებებისაკენ.
რა კავშირშია ერთმანეთთან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და პირის ღრუს ჰიგიენა?
თანამედროვე ეპოქაში სამედიცინო აპარატურის განვთარებამ და კვლევების ახალი მეთოდების ჩამოყალიბებამ ცხადყო კავშირი პირის ღრუში მავნე ბაქტერიების გამრავლებასა და კარდიო - ვასკულარული დაავადებების განვითარებას შორის.
სფეროს სპეციალისტების თქმით, პირის ღრუში გამრავლებული ბაქტერიები იწვევენ კარიესს, პაროდონტიტსა და გინგივიტს (პირის ღრუს რბილი ქსოვილების ანთება). ასევე, იწვევენ კაპილარებისა / ვენების ანთებას და სისხლის მცირე კოლტების წარმოქმნას. ამასთან ერთად, პირის ღრუს ბაქტერიები არტერიული სისტემის გავლით ხვდებიან მთელს სხეულში და აზიანებენ სხვადასხვა ორგანოებს. ანთებითი პროცესის განვითარების გამო შედედებული სისხლის კოლტებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და/ან იშემიური ინსულტი.
მეცნიერებმა შეისწავლეს ათასობით პაციენტი და დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც 10-ზე მეტი კბილი აკლიათ, 66%-ით მეტად ემუქრებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი
ხოლო იმ პაციენტებს, ვისაც დაუმუშავებელი კბილის ინფექცია აღენიშნებათ, 2.7-ჯერ მეტი შანსი აქვთ, განუვითარდეთ კორონარული არტერიის დაავადება
სპეციალისტების გაფრთხილება
დოქტორი ენდრიუ უაქსლერი, პენსილვანიის სახელმწიფო ჯანდაცვის კარდიოლოგი:
„დაუმუშავებელი ინფექცია კბილებში და ღრძილებში ბაქტერიების წყაროა, რომლებიც პირდაპირ გადადის სისხლში. ეს ბაქტერიები კი ორგანიზმში სისტემურ ანთებას იწვევს — განსაკუთრებით სისხლძარღვებში.“
როგორ ხდება ინფექციის გავრცელება?
პირის ღრუს ინფექცია იწვევს ბაქტერიების სისხლში გადასვლას. ეს ბაქტერიები შემდეგ:
იწვევენ ქრონიკულ ანთებას
აზიანებენ სისხლძარღვების კედლებს
ხელს უწყობენ ათეროსკლეროზს
და ზრდიან გულის შეტევისა და ინსულტის რისკს
განსაკუთრებით საშიშია შემთხვევები, როცა ინფექცია ჩუმად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
როგორ დავიცვათ გული კბილების მეშვეობით?
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები:
კბილების გახეხვა დღეში ორჯერ – ფტორის შემცველი პასტით
კბილების ძაფით გაწმენდა ყოველდღე
სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ 6 თვეში მაინც
თამბაქოს და ზედმეტი შაქრის გამორიცხვა
ჯანმრთელი კვება და საკმარისი წყალი
ღრძილების სისხლდენა და სუნი — სიგნალია, ნუ უგულებელყოფთ!
კბილი — მხოლოდ კბილი არაა
ჩვენ ხშირად ვაფასებთ კბილს მხოლოდ გარეგნულად: გვინდა თეთრი და ლამაზი ღიმილი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ პირის ღრუ მთლიანად არის ადამიანის ჯანმრთელობის „სარკე“.
კარიესი, ინფექცია, ანთება — ყველაფერი ეს შეიძლება გახდეს გულის დაავადების მიზეზი... ვრცლად