1752655134
„ნაგვის გადაყრა ღამით არ შეიძლება...“ - ცრურწმენები, რომელსაც დღემდე ითვალისწინებენ

დღე-ღამის ბნელი დრო ყოველთვის მისტიკურ და იდუმალ პერიოდად იყო მიჩნეული. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ბნელი ძალები აქტიურდებოდნენ და ამიტომ გარკვეულ საქმიანობაზე უარს ამბობდნენ, რათა სახლში უბედურება და სიღარიბე არ მოეზიდათ.
ნაგვის გადაყრა - ეს მატერიალურ დანაკარგს გიქადით. ამ შეხედულების დღესაც ბევრს სჯერა. როგორც უკვე ვთქვით, ღამით უწმინდური ძალები აქტიურდებიან და სახლიდან რამის გატანა ნამდვილად არ წაგადგებათ.
ამ ცრურწმენის ფესვები საიდან მოდის ბოლომდე არავინ იცის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მეზობელისგან გაჭორვას ერიდებოდნენ, რა გაქვს დასამალი? რატომ გაგაქვს ნაგავი სიბნელეში? თითქოს რაღაც დანაშაულს სჩადიოდე სხვის უჩუმრად
დანის დატოვება მაგიდაზე - ღამით, მაგიდაზე დატოვებული დანა ავადმყოფობებსა და უსიამოვნებებს იწვევდა. ითვლებოდა, რომ დანის დატოვებით, თავად აძლევ იარაღს ხელში უწმინდურ ძალას, რომელსაც ის შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.
13 რიცხვი და არაფრის გაკეთება არ შეიძლება პარასკევს -13 რიცხვში-ბიბლიის მიხედვით თითქოს ამ დღეს მოკლა კაენმა თავისი ძმა აბელი, დროთა განმავლობაში ლეგენდამ ათასობით ჭორი წარმოშვა, რის მიხედვითაც ციფრი 13 უბედურების და უიღბლობის სინონიმად გადაიქცა.
კარის ზღურბლზე რაიმე საგნის გადაცემა არ შეიძლება - ძველ დროში ადამიანები წინაპრების ფერფლს სახლის ზღურბლის ქვეშ ინახავდნენ, სწორედ ამიტომ მიუღებელი იყო კარის ზღურბლზე ჩამოჯდომა ან რაიმე საგნის გადაცემა, ეს იყო ზღვარი ერთგვარი საიქიო (ზღურბლთან)და სააქაო(სახლში) ცხოვრების გასაყარზე.
შავი კატის გადარბენა -შუა საუკუნეებში ქალაქებში ღამით მხედარს წინ გადაურბენდა ხოლმე მაწანწალა კატა, რის შედეგადაც ცხენი ფრთხებოდა და არც თუ იშვიათად მხედარს ძირს აგდებდა.
არ შეიძლება 40 წლის აღნიშვნა -ციფრი 40 საკრალურია უამრავ კულტურაში, ხშირად გვხვდება ბიბლიაში(წარღვნა 40 დღე, მოსემ 40 დღე ატარა ებრაელები უდაბნოში, 40 დღე დაჰყო იესომ მონათვლის შემდეგ უდაბნოში და სხვა...)40 დღეს პატივისცემით ეპყრობოდნენ წინაპრები, იგი დაკავშირებულია დაბადებასთან და სიკვდილთან, მიღებულია ასეთი წესი, რომ 40 დღე არ შეიძლება უცხომ ნახოს ახალშობილი ბავშვი, მიცვალებულის სული მხოლოდ 40 დღის შემდეგ სტოვებს სააქაოს..სწორედ ამის გამოა დამკვიდრებული ცრურწმენა, რომ 40 წლის აღნიშვნა არ შეიძლება.