თბილისში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ - რა ინფორმაცია ვრცელდება მასზე
1754424250
ზაფხულში საზამთრო ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი ხილია.
საზამთროს შენახვის ვადა პირველ რიგში დამოკიდებულია ტემპერატურაზე:
+2–8 °C , ანუ სამაცივრე პირობებში შეიძლება შენახვა მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში;
+20 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე კი – არაუმეტეს ორი კვირისა.
კატეგორიულად აკრძალულია საზამთროს პირდაპირ მიწაზე დადება, რადგან მიწა შესაძლოა ინფექციების წყარო გახდეს. ასევე დაუშვებელია საზამთროს ტანზე იყოს ბზარები.
შენახვის წესი
მოხმარებამდე აუცილებლად უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში. დაჭრილი საზამთრო ინახება მაცივარში მხოლოდ რამდენიმე საათით. უკეთესია მერქნის გამოყოფა ქერქისგან, დაჭრა და მოთავსება თავსახურიან ჭურჭელში.
თუ შუაზე გაჭრილ ნაყოფს ინახავთ, დაალაგეთ ჭრილი მხრიდან ქვემოთ – ასე არ დაკარგავს წვენს და შეინარჩუნებს სიტკბოს.
ასევე შესაძლებელია დაჭრილი ნაჭრების პარკში მოთავსება და გაყინვა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ მისი გემო ოდნავ იცვლება, შესანიშნავად გამოიყენება წვენებისა და კოქტეილების მოსამზადებლად.