ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
მექსიკის სისხლიანი დანაშაულის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჯოანა ბარასა, ქალი, რომელიც საკუთარი ცხოვრების ტრაგედიის გამო, სამართლიანობის სახელით განზრახ მკვლელად იქცა.
მისი საქმე საზოგადოებისთვის იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ მექსიკური მედია მას მეტსახელით „La Mataviejitas“, ანუ მოხუცი ქალების მკვლელი მოიხსენიებდა.
ჯუანა ბარასა უბრალო მექსიკელი ქალი იყო — ნახევრად განათლებული, პროფესიით მოჭიდავე, რომელიც საღამოობით სუპერმარკეტებში საქონელს ყიდდა. მის წარსულში ისეთი ტრავმები იმალებოდა, რომლებიც დროთა განმავლობაში შინაგან მძინარე სიბოროტედ ჩამოყალიბდა.
მამის გარეშე გაზრდილი გოგონა, დედამ საკუთარი ნებით გაყიდა ალკოჰოლიკ მამაკაცზე სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ.
ჯოანა წლების განმავლობაში წამებისა და გაუპატიურების მსხვერპლი, რამაც მასში ღრმა შურისძიების გრძნობა გააღვიძა — განსაკუთრებით იმ ტიპის ქალების მიმართ, რომლებიც დედამისს ჰგავდნენ: ხანდაზმულები, მარტოხელები და უძლურნი.
ეს ბავშვური სიძულვილი ტრანსფორმირდა კოცონად, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩუმად ინთებოდა — სანამ ჯოანა ბარასა არ იქცა საშინელ სერიულ მკვლელად.
ბარასას მოქმედების სტილი გამორჩეული და საშიში სიზუსტით იყო დაგეგმილი. იგი იღებდა მოხუცთა სიებს სოციალური პროგრამებიდან, ხშირად თავს აჩვენებდა როგორც ჯანდაცვის ან სოციალური დახმარების მუშაკს, სახლებში შედიოდა ოფიციალურ ფორმაში და შემდეგ ხანდაზმულ ქალს სასტიკად კლავდა.
მისი სასიკვდილო იარაღი ხშირ შემთხვევაში იყო ქამარი, თოკი ან ტელეფონის კაბელი — იარაღები, რომლებიც ყურადღებას არ იპყრობდა. მსხვერპლთა უმრავლესობა მარტოხელა იყო, ოჯახისა და სტუმრების გარეშე, რაც დამნაშავეს „აიმედებდა“, რომ რამდენიმე დღე მათ არავინ მოიკითხავდა.
მექსიკაში ჯერ არ იყო ქალთა სერიული მკვლელის პრეცედენტი. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება თავდაპირველად უარყოფდა ერთი და იმავე ადამიანის მხრიდან დანაშაულის შესაძლებლობას. მედია კი აშკარად სექსისტურად მიუდგა საქმეს — მტკიცდებოდა, რომ ასეთი სისასტიკე მხოლოდ კაცს შეეძლო ჩაედინა.
საბოლოოდ, როდესაც თვალსაჩინო მტკიცებულებები გაჩნდა, პოლიციამ ქალის პროფილიც შეადგინა — თუმცა ამისთვის ათობით მსხვერპლი უკვე იყო.
ბარასა 2006 წელს დააპატიმრეს, მას შემდეგ რაც მკვლელობის ადგილიდან გაქცევისას მეზობელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. დაკავებისას მასთან ერთად აღმოჩნდა სამკაულები და პირადი ნივთები, რომლებიც რამდენიმე მსხვერპლს ეკუთვნოდა.
სასამართლომ მას 30-ზე მეტი მკვლელობისთვის წაუყენა ბრალი, თუმცა საბოლოოდ დამნაშავედ 16 მათგანში ცნეს. მიესაჯა 759 წლით თავისუფლების აღკვეთა — რაც მექსიკაში ერთ-ერთი უმძიმესი სასჯელია.