მეცნიერებმა ხარისხიანი ძილის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაასახელეს

ძილი

სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადასტურეს ჰიპოთეზა,რომ დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდა ხელს უწყობს ღამის ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Sleep Health.

კვლევამ გამოიყენა 1168 ბავშვის (საშუალო ასაკი 12) და 1360 ზრდასრული, საშუალოდ 44 წლის (არასრულწლოვანთა მშობლები) ადამიანების ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის მონაცემები.

მეცნიერებმა ჩაწერეს დღის რომელ დროს იყო ყველა მონაწილე ფიზიკურად ყველაზე აქტიური და შეადარეს ეს მონაცემები ძილის ხარისხის მაჩვენებლებს. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც აქვთ დღისით ზომიერი და ენერგიული ფიზიკური აქტივობის მაღალი დონე, ნაკლებად ჰქონდათ მოუსვენარი ძილი, იშვიათად აღენიშნებოდათ ღამის გაღვიძება და შემცირებული იყო დღისით დაღლილობის შეგრძნება.

უფრო მეტიც, ფიზიკური აქტივობა პირდაპირ კავშირში იყო ძილის გაუმჯობესებულ ეფექტურობასთან.
აღნიშნულია, რომ ადრე დაძინება და ამისთვის დამატებითი დროის გამოყოფა, პირიქით, ხშირად ხდებოდა უფრო მოუსვენარი ძილის მიზეზი... ვრცლად..