ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა.

მედიის ცნობით, მნიშვნელოვანი ზიანის, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტო მოსახლეობას შემდგომი მოსალოდნელი ბიძგების შესახებ აფრთხილებს.