„მე მინახავს ასეთი ადამიანები, ძლივს ლაპარაკობენ. ამას ვერავინ შველის“ - რომელი ჯადოს შესახებ საუბრობს ეზოთერიკოსი

ჯადო

ხშირად გვსმენია, რომ ადამიანები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, სასურველ პიროვნებას ან თავი შეაყვარონ, ან სხვისი ოჯახი დაანგრიონ. ცოტამ თუ იცის, რომ ეს საშინელი ქმედება მასზეც ცუდად აისახება.

რას გულისხმობს ე.წ. წითელი მაგია და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე, თემაზე ეზოთერიკოსი მაია ყუფარაძე საუბრობს:

სიყვარულთან დაკავშირებული არსებობს წითელი მაგია, რომელსაც ძალიან ბევრ ადამიანში ვაწყდები. წითელი მაგია სასიყვარულო მაგია, იგივე ჯადოა. წითელი მაგია სასიკვდილო არ არის. ეს დაზომბება, ადამიანის დაბრმავება, მოდუნებაა. თქვენ უყვარხართ, მაგრამ უცებ სხვა შეუყვარდება იმიტომ, რომ ძალები ამისკენ მიმართეს. შავ მაგიაში სასიკვდილო ქმედებები იგულისხმება.

ჩემთვის, ორივე მაგია გამორიცხულია. დაზარალებულებს ყველა შემთხვევაში ვეხმარები. ყოველდღე მაქვს ამის მაგალითები. ძალიან ვთხოვ ადამიანებს, დედებსაც, ცოლებსაც, ქმრებსაც, ვიცი, რომ ეს "შავ ხალხთან" ხშირად იყიდება, ვირის ტვინს არ მიმართონ. ეს არის ერთადერთი, რასაც ვერ ვეხმარებით. ვირის ტვინს ძლიერი სინთეზი გააჩნია. მაგალითად, თუ მამაკაცს საყვარელი ჰყავს და ცოლი ვირის ტვინს გამოიყენებს იმ მიზნით, რომ საყვარელს ჩამოაშოროს, მან არ იცის, რომ ამ შემთხვევაში ცოლსაც დაკარგავს.

ვირის ტვინის შესახებ ინფორმაცია მითი არ არის. ყველა ვირის ტვინი კი არ გამოიყენება - დედალი ვირის ტვინს იყენებენ. ერთი პერიოდი "შავებმა" წყნეთშიც, კახეთშიც ვირები გაწყვიტეს. წარმოიდგინეთ, რა ლამაზი ცხოველია, მშრომელი, საყვარელი, მაგრამ უტვინოა. ტვინის სინთეზი აქვს ისეთი, რომ არ იწვრთნება. მას საკვებში ურევენ. სინთეზი პირდაპირ ტვინში იჭრება. ადამიანის ტვინის ხნულებს გადაეგლისება და "დებილდება", "ვირდება". ძირითადად, საცოდავ მამაკაცებს უკეთებენ.

კრიჭა ეკვრებათ - მე მინახავს ასეთი ადამიანები, ძლივს ლაპარაკობენ. ამას ვერავინ შველის. ვირის ტვინი მოხვდება ორგანიზმში და ჩათვალეთ, რომ ადამიანი სამუდამოდ მოწამლულია. ასეთი ბევრი მყავს ნანახი...“,- ამბობს მაია ყუფარაძე.