სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ყველაზე მარტივი გზაა წინა დღის საჭმლის გაცხელება მიკროტალღურ ღუმელში. თუმცა, შედეგი ხშირად არასასიამოვნოა: ქათამი რეზინის ტექსტურას იძენს, კატლეტი გარედან ცხელი, ხოლო შიგნით ისევ ცივია, ხოლო სუპი თეფშს უფრო ათბობს, ვიდრე საკუთარ თავს. გამოსავალი ძალიან მარტივია — საკმარისია სწორი სიმძლავრის დონის არჩევა და საკვები არა მხოლოდ გათბება, არამედ უფრო გემრიელი და სასიამოვნო ტექსტურაც ექნება.
რატომ არის მნიშვნელოვანი სიმძლავრის დონის შეცვლა?
„მიკროტალღური ღუმლის სიმძლავრის დონის შეცვლა იგივეა, რაც ღუმლის ან ქვაბის ტემპერატურის რეგულირება,“ - ამბობს სპეციალისტი სტეფ ჩენი. „თქვენ ხომ ყველაფერს არ ამზადებთ მაღალ ცეცხლზე? იგივე პრინციპი მოქმედებს მიკროტალღურზეც.“
მაქსიმალური სიმძლავრე ყველაზე სწრაფია, მაგრამ საკვები ხშირად არათანაბრად ცხელდება. დაბალ სიმძლავრეზე კი სითბო თანაბრად ვრცელდება საკვებში, რაც თავიდან იცილებს „ცხელ წერტილებს“ და აუმჯობესებს გემოს.
როგორ მუშაობს მიკროტალღა?
მიკროტალღური ღუმელი არ თბება როგორც ღუმელი - ის უშვებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებიც საკვების მოლეკულებს ვიბრაციაში აქცევს. ტალღა ჯერ გარედან ხვდება პროდუქტს, შემდეგ ნელ-ნელა აღწევს შიგნით. სწორედ ამიტომ საკვები ხან გარედან ძალიან ცხელია, ხოლო შიგნით ნახევრად ცივი.
სიმძლავრის შემცირება ნიშნავს, რომ ტალღები „პულსირებულად“ მოდის და სითბო თანაბრად ნაწილდება. შედეგად, საკვები ინარჩუნებს წვნიანობასა და ტექსტურას.
რომელი სიმძლავრე რა შემთხვევაში გამოვიყენოთ?
სტანდარტული მიკროტალღა საშუალოდ 1000 ვატიანია.
აქ არის ძირითადი რეკომენდაციები:
100% (1000 ვტ) – სწრაფი მზადება: სუპები, სასმელები, ბოსტნეული.
90% (900 ვტ) – პატარა ნაზი ნაჭრები: ქათამი, თევზი, ფარში, კრემ-სუპი.
80% (800 ვტ) – მაკარონი, ბრინჯი, კასეროლი, ხორცის რულეტი.
70% (700 ვტ) – ერთი პორციის გაცხელება (მაგალითად სტეიკი).
60% (600 ვტ) – კერძები ყველითა და კვერცხით: ლაზანია, პუდინგი...ვრცლად