„მანქანიდან 60 000 ზლოტი მოიპარეს...“ - პოლონეთში ქართველები დააკავეს
1746822554
გარგარი უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტია. ის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალური წყაროა. შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, C, B, PP და სხვა ვიტამინებს, A პროვიტამინს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამ სასარგებლო ნაერთთა ბუნებრივი კომბინაციის წყალობითაა, რომ გარგარს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ძალზე პოზიტიურ გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან სასიცოცხლო პროცესებზე.
ნაყოფის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი. ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა ცოცხალს ვჭამთ, ოღონდ ის გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. ნაყოფი ხავერდოვანი უნდა იყოს, არომატული და რბილი.
გამხმარი გარგარიც ძალიან სასარგებლოა და მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავად ინახება. ახალი, ქორფა გარგარი შეიცავს A, B5, C ვიტამინებს, ციაცინსა და ფოლიუმის მჟავას. მის ტკბილ კურკას ხშირად იყენებენ ნუშის ნაცვლად. მეტად სასარგებლოა გარგარის ჩირი. ის შესანიშნავი სისხლის აღმდგენი საშუალებაა. ნიგოზში, ქიშმიშსა და თაფლში არეული გარგარის ჩირი საუცხოოა ანემიის დროს.
ზოგადი სარგებელი
გარგარი სასარგებლოა მასში A ვიტამინის არსებობის გამო, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტს და თვალის ჯანმრთელობას. პროდუქტში არსებული ბოჭკო კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. როდესაც ნაყოფი მოხვდება ორგანიზმში, ის სწრაფად იშლება, ყველა საკვები ნივთიერება კი ადვილად შეიწოვება. ასევე, ბოჭკოს არსებობა ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას, რაც, თავის მხრივ, იცავს გულს და სისხლძარღვებს სხვადასხვა დაავადებისგან. გარგარს აქვს კანისთვის სასარგებლო თვისებები. ვიტამინები, ანტიოქსიდანტები და მინერალები ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას და დაბერების პროცესს აფერხებს. პროდუქტი აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ამიტომ გარგარის ჭამა კარგია ტანადობისთვის.