თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1752695665
დღეს კანის მოვლის საშუალებების ბაზარი მრავალი პროდუქტითაა სავსე. შესაბამისად, ბევრ მომხმარებელს აინტერესებს, მათგან რომელს აქვს რეალური ეფექტი.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ორგანიზაცია Northwestern Medicine-მა კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც გამოცემაში Journal of the American Academy of Dermatology გამოქვეყნდა. ექსპერტებმა ასეთ პროდუქტებში არსებული 318 კომპონენტი შეაფასეს და მხოლოდ 23-ის რეკომენდაციაზე შეთანხმდნენ.
კვლევისას ე.წ. დელფის მეთოდი გამოიყენეს. ამ დროს დერმატოლოგებმა დისკუსიის შედეგად პროდუქტებს ქულები დაუწერეს. იმისთვის, რომ ინგრედიენტები საბოლოო სიაში შეეტანათ, რეკომენდაცია ექსპერტების მინიმუმ 70%-ს უნდა გაეცა.
სიის სათავეში რეტინოიდები აღმოჩნდა. ესაა A ვიტამინის შემცველი პროდუქტები, რომლებიც დერმატოლოგების მიერ ათწლეულებია, აღიარებულია. ისინი კანის შვიდიდან ხუთ პრობლემას აგვარებს, მათ შორის: წვრილ ნაოჭებს, აკნეს, მუქ ლაქებს, გაფართოებულ ფორებსა და ცხიმიანობას.
დერმატოლოგებმა კიდევ ერთი აუცილებელი პროდუქტი გამოჰყვეს: მზისგან დამცავი მინერალური კრემი. მას სპეციალისტთა 96.8%-მა ნაოჭების პროფილაქტიკის ეფექტის გამო დაუჭირა მხარი, 95.2%-მა კი — სიწითლის შემცირების. სიაში მოხვდა მზისგან დამცავი ქიმიური საშუალებებიც (82.3% ხმით), რომელთაც დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება გამოარჩევს.
მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კომპონენტი, რომლებსაც "ინფლუენსერები" იყენებენ, სიის მიღმა დარჩა. მათ შორის იყო: პეპტიდები, დნმ-ის აღმდგენი ფერმენტები და სხვა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ექსპერტებმა ერთიანი ძალებით სცადეს გაერკვიათ, რომლებია კანის მოვლის საუკეთესო პროდუქტები ამხელა ბაზარზე", - ამბობს დერმატოლოგი მურად ალამი - „ჩვენ გვინდოდა, რომ ექიმებსა და ჩვეულებრივ მომხმარებლებს იმის გაგებაში დავხმარებოდით, თუ რომელი კომპონენტებია ექსპერტების მიერ ყველაზე მეტად რეკომენდებული".
ავტორების თქმით, ბევრი პროდუქტის ერთდროულად გამოყენება ხშირად კანს აღიზიანებს და მდგომარეობას ართულებს, რაც გასათვალისწინებელია. ასევე, მსგავსი საშუალებები ისეთ მკაცრ შემოწმებასა და განხილვის პროცესს არ გადის, როგორც მედიკამენტები. სწორედ ამიტომ, ამგვარი კვლევები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.