დაიღუპა 116 და გადარჩა 1 ადამიანი - ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გემი ჩაიძირა
1766935618
მაღალი არტერიული წნევა, „ცუდი“ ქოლესტერინის მომატებული დონე და ქრონიკული ანთება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ გულის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა და დაბალანსებული კვება, მცირე ყოველდღიური გადაწყვეტილებებიც, მაგალითად, სამზარეულოში სანელებლების არჩევა, შეიძლება გულს დამატებით დამატებით დაეხმაროს, წერს EatingWell.
ბევრ კულინარიულ ბალახს შორის დიეტოლოგები განსაკუთრებით გვირჩევენ ქინძას. დიეტოლოგების თქმით, ის ერთ-ერთი საუკეთესოა გულის ჯანმრთელობისთვის.
ქინძი შეიცავს ფიტოსტეროლებს, ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და ქოლესტერინის ნორმალურ დონეს.
„ფიტოსტეროლები ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებში, რის შედეგადაც ქვეითდება ‘ცუდი’ ქოლესტერინის დონე“, - განმარტავს დიეტოლოგი.