1792940048
ათასჯერ დაფიქრდით, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ“ - ექიმი კოტე სულამანიძის მიმართვა
ექიმი კოტე სულამანიძე ასახელებს სამ ჩარევას, რომლებსაც საკუთარ პრაქტიკაში აღარ მიმართავს. მათ შორისაა ბიშექტომია, ბულჰორნის ოპერაცია და ტუჩებიდან ან სახის სხვადასხვა ზონიდან გაუწოვადი ფილერისა თუ E ვიტამინის მოცილება. როგორც ექიმი განმარტავს, ბიშექტომიის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე სახე შესაძლოა უფრო გამხდარი და გამოკვეთილი ჩანდეს, წლების შემდეგ სახის ფტოზისა და ნაოჭების გაჩენის პროცესი შეიძლება დაჩქარდეს. მისი თქმით, ცხიმოვანი ქსოვილის მოცილება სახეს მნიშვნელოვან საყრდენს აკლებს.
კოტე სულამანიძე ასევე საუბრობს ბულჰორნის ოპერაციაზე, რომლის დროსაც ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის კანის მონაკვეთი მოკლდება. ექიმის შეფასებით, ზოგ შემთხვევაში ეს მონაკვეთი ზედმეტად მოკლდება, რის გამოც შედეგი
არაბუნებრივად გამოიყურება. გარდა ამისა, მისი თქმით, ნაკერი შესაძლოა შესამჩნევი დარჩეს, რადგან ის სახის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მესამე ჩარევა, რომელზეც ექიმი ყურადღებას ამახვილებს, გაუწოვადი ფილერის
ან E ვიტამინის მოცილებაა. მისი განმარტებით, ეს ნივთიერებები ქსოვილებში იზრდება, ხოლო ტუჩებიდან მათი მოცილებისას შესაძლოა რბილი ქსოვილების მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღებაც გახდეს საჭირო, რაც ნაწიბურებისა და დეფორმაციების წარმოქმნის რისკს ქმნის.
„ჩემი მნიშვნელოვანი მესიჯია – ტყუილუბრალოდ ნუ გაიკეთებთ ოპერაციებს. ათასჯერ დაფიქრდით, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ“, – ამბობს ექიმი კოტე სულამანიძე.











