1692302192
„არცერთი უცხოელი ექიმი არ გირჩევთ სხვადასხვა ალკოჰოლური ხსნარით დაზილოთ პაციენტი…“ – თემურ მიქელაძის მნიშვნელოვანი რჩევა
რა შეიძლება გავაკეთოთ ბავშვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად მაშინ, როდესაც მას ძალიან ახველებს? – ნატა ხარაშვილის პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“ ექიმი – პედიატრი, თემურ მიქელაძე ამბობს, რომ ასეთ დროს მთავარია, სითხეებით დატვირთვა. მისივე თქმით, თუ ბავშვი დიდი რაოდენობით სითხეს იღებს, ნებისმიერი პათოლოგია მას არ გაურთულდება:
გადაცემის წამყვანის კითხვაზე: აღნიშნეთ, რომ ხველის შესამსუბუქებლად კარგია თაფლი, სუფთა ჰაერი, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ბავშვის მდგომარეობა შევამსუბუქოთ იმ მომენტში, როცა მას ძალიან ახველებს? – ექიმმა უპასუხა: „თაფლი მხოლოდ ორი წლის შემდგომ ასაკის ბავშვებში უნდა გამოვიყენოთ. მთავარია, სითხეებით დატვირთვა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ცხელების დროს ბავშვი ვერ იღებს სითხეს. ჩვენ რატომ გვეშინია ცხელებით განვითარებული ფებრილური გულყრის?!
იმიტომ, რომ სითხე აკლია ბავშვს, სითხით არ არის შევსებული, ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებასაც მივმართავთ, მაგალითად, ე.წ. მარილიან ჩხირებს, რომ მეტი რაოდენობით სითხე მიიღოს მან. თუ ბავშვი სითხით სწორად არის გაჯერებული და დიდი რაოდენობით სითხეს იღებს, ნებისმიერი პათოლოგია მას არ გაურთულდება, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული, განსაკუთრებით პნევმონიის დროს. შესაბამისად, მთავარია, სითხით დატვირთვა, სუფთა ჰაერი, ხშირად განიავება, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, თაფლის გამოყენება და ზოგ შემთხვევაში, ლიმონიანი სხვადასხვა ნელთბილი სითხის მიღება და არა ცხელის ან სხვადასხვა ალკოჰოლით გაჯერებული სასმლის მიღება, რომელსაც მოზრდილი ბავშვები, სამწუხაროდ, იყენებენ ჩვენს პირობებში.განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, წვეულებებს რომ აწყობენ, მაღალ ალკოჰოლურ საშუალებებს სვამენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.










