,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
სხვადასხვა ხილის ჩირი მეტად სასარგებლოა ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი დამზადებისას არ დარღვეულა ჰიგიენის ნორმები და მომზადების წესი. კერძოდ, ნებისმიერი ხილის ჩირი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, თუ ის მზის ზემოქმედების შედეგადაა გამომშრალი და არა რაიმე აპარატის მეშვეობით, ამასთან, ბუნებრივი გამოშრობის დროს ყურადღება მისაქცევია ჰიგიენის დაცვა, რაც ხილის მწერებისგან დაბინძურების თავიდან აცილებას გულისხმობს.
ჩირი მოხმარებამდე კარგად უნდა იყოს დავალბოთ ან გავრეცხოთ, რადგან ქარხნული წარმოების ჩირს ქიმიურად ამუშავებენ.
Ჩირი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, მათ აქვთ სასარგებლო გავლენა სხეულზე;
ჩირი, დიეტური ბოჭკოების შემცველობის გამო, ეხმარება ნაწლავებს გამართულ მუშაობაში, აცილებს ტოქსინებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ვიტამინები B, C და მინერალები აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხოლო ანტიოქსიდანტები იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და ხელს უშლის დაავადებების, მათ შორის კიბოს, განვითარებას. ჩირში შემავალი ბუნებრივი შაქარი სწრაფად შეიწოვება და ენერგიის მოზღვავებას უწყობს ხელს.
ზოგიერთ შემთხვევაში ჩირის მოხმარებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო. ჩირს ხშირად ამუშავებენ მინერალური ზეთებით ან გოგირდის დიოქსიდით, რათა უფრო მიმზიდველი იყოს.
აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ნაკლებად მიმზიდველია ჩირი, მით უფრო ბუნებრივია ის.
შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შეფუთვის შემადგენლობას, ბუნებრიობას, გარეგნობას და შეფუთვის ჰერმეტულობას.
1. შავი ქლიავის ჩირი.
შავი ქლიავის ჩირი კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის, გულისა და თირკმლების პრობლემების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ის ასევე უებარი საშუალებაა შეკრულობის დროს. მისი გემოვნური თვისებების გამო, ხშირად გამოიყენებენ შავი ქლიავის ჩირს სამზარეულოში, სხვადასხვა კერძის მომზადებისას, როგორც დანამატს.
2. გარგარის ჩირი, იგივე კურაგა.
გარგარის ჩირი, იგივე კურაგა კარგი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებისათვის. ის ასევე ხელს უწყობს ცხიმების წვას ორგანიზმში და ჰემოგლობინის მომატებას.
3. ვაშლის ჩირი.
ვაშლის ჩირი კარგია კუჭის მოქმედებისთვის, მადის მოსამატებლად, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ის ბევრად უფრო მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე იგივე წონის ცოცხალი ვაშლი, ამიტომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს მასთან ცოტა სიფრთხილე მართებთ.
4. ქიშმიში.
ქიშმიში კარგი საშუალებაა გულის გამართული მუშაობისათვის. ასევე ცნობილია, რომ ქიშმიშის რეგულარული მიღება ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნის გაჩენას.
5. ლეღვის ჩირი.
ლეღვის ჩირი კარგი საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და ასევე ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას.
6. ფინიკის ჩირი.
ფინიკის ჩირი ყველაზე მდიდარია ვიტამინებით. ის კარგად მოქმედებს ორგანიზმში იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
7. მსხლის ჩირი.
მსხლის ჩირი საქართველოში შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა სასარგებლო თვისება მასაც გააჩნია, კერძოდ, ორგანიზმში მას ანტიტოქსიკური მოქმედების უნარი გააჩნია.