5 მეცნიერული მეთოდი - როგორ უნდა აიძულოთ გონება რომ არ იდარდოს

ქალი

ფსიქიკური ჯანმრთელობის კალიფორნიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრების დასკვნით, ზრდასრულ ამერიკელთა 18 %-ს ქრონიკული შფოთვა და დეპრესია ტანჯავს, რომლის გამომწვევი მიზეზიც ფსიქოლოგიურ პრობლემებს არ უკავშირდება, ის დაკავშირებულია გამუდმებით რაიმეზე დარდთან და წუხილთან.

მკვლევარი ჯოზეფ ლედოიქსი ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია ვისწავლოთ ის, თუ როგორ შევწყვიტოთ დარდი.

ვნახოთ 5 მეცნიერული მეთოდი - როგორ უნდა აიძულოთ გონება რომ არ იდარდოს?


1. დაიწყეთ ასე - დაამარცხეთ ირაციონალური ფიქრები და შეხედულებები - ხშირად ადამიანებს არა ლოგიკური აზრები და შიშები გვტანჯავს, ვფიქრობთ, რომ რაღაც ცუდი მოხდება ჩვენს ცხოვრებაში. ალოგიკურ მოვლენებს წარმოვიდგენთ ხოლმე. სცადეთ, იფიქროთ ლოგიკურად. გააანალიზეთ, რატომ დარდობთ. დაალაგეთ ფაქტები გონებაში. ამ შემთხვევაში მიხვდებით, რომ საშიში არაფერი ხდება. ნახავთ, თანდათან როგორ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ამა თუ მოვლენის მიმართ და შეწყვეტთ უმიზეზოდ დარდს. 


2. დაივიწყეთ გრძნობები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს -მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას თან ახლავს ემოციები და თუ თქვენ ზედმეტად ემოციური ადამიანი ხართ, შესაძლოა ამან ხელიც კი შეგიშალოთ და ემოციების გამო ვერ შეძლოთ რაციონალურ გადაწყვეტილებების მიღება. შეაფასეთ მოვლენები, ფაქტები ემოციების გარეშე. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. 

3. ნუ მოინდომებთ საკუთარი თავისა და სიტუაციის კონტროლს. უბრალოდ, ეცადეთ იყოთ უფრო მეტად თავდაჯერებული - როცა ყველაფრის გაკონტროლება სურს ადამიანს, ის ძალიან ბევრს ფიქრობს და ბევრს დარდობს, ფიქრობს, რომ თუ ყველაფრის გაკონტროლებას ვერ შეძლებს, მის ცხოვრებაში საშინელება მოხდება. ეცადეთ სიტუაციების გაკონტროლების ნაცვლად, უფრო მეტად ირწმუნოთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების, იყოთ უფრო მეტად თავდაჯერებული. თავდაჯერებულ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, ყოველგვარი დარდისა და შფოთვის გარეშე. 

4. ეცადეთ მოიშოროთ ნეგატიური ფიქრები - მაშინვე, როცა გონებაში რაიმე უარყოფითი აზრი გაგიელვებთ, სცადეთ ის პოზიტიურ მოვლენებზე ფიქრით შეცვალოთ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც კარგი, მთავარია, მისი დანახვა და აღქმა შეგეძლოთ. 

5. მიიღეთ მხარდაჭერა იმ ადამიანისგან, რომელსაც თქვენი დახმარება შეუძლია - როცა ემოციების მოჭარბებას გრძნობთ და თვლით, რომ რაღაც საკითხზე ძალიან ბევრს დარდობთ, უმჯობესია, თუ ვინმეს დახმარებას სთხოვთ. ის აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არ განგსჯით და უბრალოდ რთული სიტუაციის დაძლევაში დაგეხმარებათ, შეძლებს რეალობა დაგანახვოთ ზუსტად ისეთად, როგორიც არის და თქვენი დარდისა და წუხილის მიზეზების არარსებობაში დაგარწმუნებთ.