"ბავშვები აივანზე მარტო არ დატოვოთ..." - გოგა მანია წლის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებს პროგნოზირებს
1791574620
ონკოგინეკოლოგი, ნინო ჩერქეზიშვილი „ვივამედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში, საუბრობს იმ ნიშნებსა და სიმპტომებზე, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში, გინეკოლოგთან ვიზიტის გადადება არ ღირს. ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ სიმპტომები თავისით არ გაქრება.
„ვივამედი“ წერს, რომ დროული შეფასება და სწორი დიაგნოსტიკა ქალის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
„გააჩნია პაციენტის ასაკს – ძირითადად გამონადენი სასქესო გზებიდან, ტკივილი და გარკვეული დისკომფორტი მცირე მენჯში… თუ არაფერი გვაწუხებს, მაინც საჭიროა წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი… ძალიან ბევრი ქალბატონი აწარმოებს სხვადასხვა სახის საშუალებებით საშოს შინაგან გამორეცხვას აბაზანაში, რაც ყოვლად დაუშვებელია…“ – ამბობს ექიმი.