რა ახალი დეტალებია ცნობილი ქალზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა
1749198939
ზოგიერთ მსგავს ტესტს ადამიანის შესახებ უფრო ბევრი რამის თქმა შეუძლია, ვიდრე ყველაზე ახლობელ ადამიანს ან ფსიქოლოგს.
ის, რასაც სურათზე პირველად დაინახავთ, გიამბობთ თუ სიყვარულში თქვენი სუსტი მხარე რა არის.
1.მიჯაჭვული ადამიანი (ხეებს შორის)
თქვენი პიროვნება მუდმივ კონფლიქტშია. თუმცა არა გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ თავთან შინაგანი კონფლიქტი გაწუხებთ.
ჰარმონიის მოსაპოვებლად და სიყვარულის შესახვედრად თქვენ შინაგანი სიმშვიდე უნდა მოიპოვოთ და ამ სიყვარულით შიგნიდან უნდა იბრწყინოთ.
თუ საკუთარი თავის სიყვარულს ვერ შეძლებთ, მაშინ სხვის შეყვარებას როგორ მოახერხებთ?
2.ღობე
სიყვარულში თქვენი ყველაზე სუსტი მხარე თქვენი გულწრფელობაა. ხშირად საკუთარ თავში იკეტებით და გარე სამყაროს ემალებით. იცოდეთ, რომ გული ბევრ ადამიანს აქვს გატეხილი. თუ რისკზე წასვლას და გულის კარის გაღებას ვერ შეძლებთ, შეყვარების შანსს დაკარგავთ.
საკუთარი თავის დაცვა ბუნებრივია, თუმცა ყოველთვის მაღალი კედლის ან ღობის აშენება თქვენთან მოღწევამდე ხელს უშლის იმ ადამიანს, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს.
ასეთი ბარიერების დაყენება ადვილია, მაგრამ მათი დანგრევა საკმაოდ ძნელია, ამიტომ მცირედით დაწყება არ შეგეშინდეთ. თქვენი ნაჭუჭიდან გამოდით, ახალი ადამიანები გაიცანით იმ ტემპით, რომელიც თქვენთვის უსაფრთხოა.
3.ნავი
თუ პირველი ნავი დაინახეთ მასში ბუდით და კვერცხებით, სიყვარულში თქვენი სუსტი მხარე მაღალი სტანდარტებია. რჩეულის მიმართ თქვენი მოთხოვნები იმდენად მაღალია, რომ მას პლანეტაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ შეესაბამება.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იცოდეთ, თუ სიყვარულში რას ეძებთ. ძალიან პრეტენზიული არ უნდა იყოთ. ამოცანის შესასამბუქებლად შეგიძლიათ „სავალდებულო“ თვისებების სია შექმნათ, რომლის დანახვა პოტენციურ რჩეულში გსურთ.
არაფერია ცუდი იმაში, რომ გსურთ ოჯახი, წარმატებული კარიერა ან გვერდით ადამიანი, რომელსაც იგივე რამ უყვარს, რაც თქვენ და მსგავსი მიზნები აქვს. რაც უფრო კონკრეტული ხდებით სიყვარულის საკითხში, მით უფრო ამცირებთ მისი მოპოვების შანსს.
4.თავის ქალა
თქვენ სიყვარულისგან თავს შორს იჭერთ და ამით სიყვარულის მოპოვების შანსისგან თავს იზღუდავთ. როცა საქმე სიყვარულს ეხება, თქვენ შფოთვა და ნერვიულობა გიპყრობთ. თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ და აანალიზებთ. თქვენი გადაჭარბებული სიფრთხილე ცხოვრებით ტკბობის და სიყვარულიგან სიხარულის მიღების საშუალებას გართმევთ.
ცხოვრებას მშვენიერს წვრილმანები და დეტალები ხდის. გადაჭარბებული სიფრთხილე და ეჭვი კი პოტენციური მეორე ნახევრის დანახვის შანსს გართმევთ მაშინაც კი, თუ ის თქვენს გვერდით იქნება.
ზოგჯერ უბრალოდ უნდა მოდუნდეთ და ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ. ასევე ცხოვრების მიერ შემოთავაზებული სიურპრიზებისგან სიამოვნების მიღებას ისწავლით.