„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
"კონკრეტული სტატუსი, ან ადამიანის მხრიდან თავის თავისთვის წოდება, რომ არის პოლიტიკოსი, ვერ გახდება ინდულგენცია. საერთოდ არ არის დამოკიდებული სისხლის სამართალი და სასამართლო იმაზე, კონკრეტულ ადამიანს მოსწონს თუ არა საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიღებული კანონი თუ საქართველოს პარლამენტი - სუბიექტურ აღქმებზე არ არის დამოკიდებული, პასუხისმგებლობა დაუდგება თუ არა კონკრეტულ ადამიანს," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით გააკეთა, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ და ამის საფუძველზე, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გორდულაძის თქმითვე, "მარაზმისა და აბსოლუტური სისულელის ტირაჟირებას ახდენენ" ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ გამოცხადდნენ კომისიაზე, რადგან ის არალეგიტიმურად მიაჩნიათ.
"ეს ადამიანები საუბრობენ, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია ლეგიტიმურად საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ამიტომ, გვაქვს უფლება, არ გამოვცხადდეთ და არ შევასრულოთ ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებაო. ეს იგივეა რომ, მაგალითად, მკვლელმა თქვას, პროკურატურას არ ვენდობი, ლეგიტიმურად არ მიმაჩნია და, ამიტომ, მკვლელობისთვის არ უნდა მოხდეს ჩემი დასჯაო. ამ მარაზმის და აბსოლუტური სისულელის ტირაჟირებას ახდენენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ გამოცხადდნენ კომისიაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საგამოძიებო კომისია მიაჩნიათ არალეგიტიმურად," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.