ზაზა თელია ასახელებს საუკეთესო ზეთს, საკვების მოსამზადებლად
1760459135
ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და მიხვდეთ, რისი გაკეთება გსურთ სამომავლოდ. რა თქმა უნდა, თქვენს ნაბიჯებს ის ვერ გამოიცნობს, მაგრამ შესაძლოა მოტივაციისა და მიზნის გასაზღვრაში დაგეხმაროთ. წესები ძალიან მარტივია, შეხედეთ ფოტოს, განსაზღვრეთ, რას დაინახავთ პირველს და შემდეგ განმარტება წაიკითხეთ:
თუ თქვენ პირველ რიგში გოგონას სახე დაინახეთ
თვითკმარი ადამიანი ხართ და დამოუკიდებლობას აფასებთ. მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება საკუთარი თავის შეცნობას და ირგვლივ არსებული სამყაროს გააზრებას უთმობთ დროს. შესაძლოა, ხანდახან გეჩვენებათ, რომ სისულელეს აკეთებთ და დროა ისე იცხოვროთ, როგორც ადამიანების უმეტესობა: წახვიდეთ სამსახურში - შემდეგ სახლში დაბრუნდეთ და ეს რუტინა შეასრულოთ. მაგრამ, თქვენთვის ამ ცხოვრების მთავარი არსი მუდმივი ძიება და ერთფეროვნებისგან გათავისუფლებაა. იცით, როგორ დაუსახოთ საკუთარ თავს კონკრეტული მიზნები და ამ მიზნისკენ მტკიცედ იაროთ. ყველაფერი გამოგდით მაშინ, როდესაც აკეთებთ საქმეს, რომელიც გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ. თუმცა, ხანდახან იღლებით, გბეზრდებათ ბრძოლა და მუდმივი მუშაობა. საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობა მიეცით, მიიღეთ შთაგონება და მოტივაცია. უკიდურესობაში ნუ გადახვალთ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და ამის გამო მუდმივი შფოთვა და ნერვიულობა არ ღირს.
თუ ზღვის პეიზაჟი დაინახეთ
თქვენთვის ყველაფრის აზრი ჰარმონიაშია. სწორედ მას ეძებთ როგორც შინაგანად, ასევე გარე სამყაროშიც. ადამიანებს ძალიან უყვარხართ, რადგანაც მათთან დადებითი, მშვიდი აურა მიგაქვთ. არ ხართ კონფლიქტური და დალაპარაკებაც მარტივად შეგიძლიათ. ნათესავები "მფარველ ანგელოზად“ წარმოგიდგენენ. პერფექციონისტი ხართ, რაც კარგია. თუმცა, თქვენი სურვილი, რომ სრულყოფილებას მიაღწიოთ, ზოგჯერ ტკივილს განიჭებთ. როცა არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებას შეძლებთ, შეიძლება საქმეს არც კი შეუდგეთ. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ ზოგჯერ რაღაცების დაკარგვა გვიწევს, რომ შეცდომებზე ვისწავლოთ.
თუ დელფინები დაინახეთ
ფსიქოლოგები, რომლებმაც ეს ტესტი შეადგინეს, ამბობენ, რომ თქვენ ინფანტილური ადამიანი ხართ, რომლისთვისაც პირველ ადგილზე პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. უფრო მეტიც, საკუთარი თავის გამო ხშირად ცდილობთ, სხვები საერთოდ უგულებელყოთ და მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინოთ. ეგოიზმი დადებით თვისებად შეიძლება მხოლოდ მაშინ ჩაითვალოს, როცა ის ჯანსაღია და სხვებს არ აზიანებს. მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც ასე გაწყობთ, სხვებისთვის დისკომფორტის ან თუნდაც ტკივილის მიყენება ცუდი იდეაა. შესაძლოა საბოლოოდ მეგობრებისა და ნათესავების გარეშე დარჩეთ და აღარავინ დაგეხმაროთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ. ამიტომაც, ხანდახან მაინც იზრუნეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენს გვერდით არიან. აგრძობინეთ სითბო და სიყვარული.
თუ თქვენ ტუჩები დაინახეთთქვენი ცხოვრების აზრი სიყვარულშია. წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ შეიძლება ამ სამყაროში ბედნიერი იყოთ, თუ არ გეყვარებათ და თავადაც არ ეყვარებით. საყვარელ ადამიანს სითბოთი და ზრუნვით ანებივრებთ, ყურადღებას გამოხატავთ. უმეტეს შემთხვევაში, გულით ფიქრობთ და არა გონებით. ემოციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია, რომ ცოტა უფრო რაციონალური იყოთ. არ ღირს თქვენი თავის მხოლოდ ერთ ადამიანზე მიძღვნა და სხვა ყველაფრის დავიწყება. სიყვარული მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობებით არ შემოიფარგლება. მეგობრები, სამსახური, ჰობი არსებობს და არ უნდა იფიქროთ, რომ მთელი სამყარო მხოლოდ იმ ერთი ადამიანის ირგვლივ ტრიალებს.