1763063265
აირჩიეთ მტრედი, რომელიც მოგწონთ და გაარკვიეთ, რა გელით უახლოეს 3 დღეში
დააკვირდით მტრედებს მოცემულ ფოტოზე. ენდეთ თქვენს ინტუიციას (შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ) და აირჩიეთ მხოლოდ ერთი მათგანი. ახლა კი გაეცანით პასუხს, რომელიც მტრედის მიერ მოტანილ ბარათში წერია.

მტრედი 1: სიუხვე
თქვენ საკმარისად ძლიერი ადამიანი ხართ, ბედნიერი და იღბლიანი. დიახ, ზოგჯერ სირთულეები გექმნებათ, რაც საკუთარ თავსა და სიძლიერეში დაეჭვების შეგრძნებას იწვევს. თუმცა, თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ძალა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ამიტომ, ყოველი წამით ისიამოვნეთ.
მტრედი 2: სიძლიერე
ძალიან პასუხისმგებლიანი ხართ და ადამიანებს კარგად ექცევით. ყოველთვის იმაზე მეტს გასცემთ, ვიდრე იღებთ. არ დანებდეთ! არ დააჩქაროთ მოვლენები. ყველაფერი თავის დროზე მოვა. ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეწყვეტთ ბრძოლას თქვენი ოცნებებისთვის. სამყარო მზად არის მოგცეთ ის, რასაც თქვენ ითხოვთ.
მტრედი 3: იმედი
თქვენ ძალიან კეთილი და დიდსულოვანი ადამიანი ხართ. ყოველთვის ბევრს აკეთებთ სხვისთვის და მზად ხართ, დაეხმაროთ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. ახლა სწორედ ის დროა, რომ მიიღოთ ჯილდო თქვენი შრომისთვის და იმისთვის, რაც გაიღეთ. თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენები მოხდება. ამისთვის თქვენ უნდა გაიხსნათ სამყაროსთვის. ის დაგაჯილდოებთ და თქვენს მცდელობებს დააფასებს. გაშალეთ ხელები და იგრძენით, რომ სიყვარულის, წარმატებისა და ბედნიერების ღირსი ხართ.











