პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციის ალიანსის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსის მაგივრად საზოგადოება ოპოზიციაში დაპირისპირებას ხედავს.
„ამ გაერთიანების პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მათ არ უწერიათ დიდი ხნის თანაცხოვრება. მსგავსი გაერთიანებები იგივე შემადგენლობით ბევრჯერ გვინახავს წინასაარჩევნოდ, როდესაც მათ მოტივაცია ჰქონდათ არჩევნები და „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა, თუმცა ეს მოტივაციაც არ აღმოჩნდა საკმარისი - ან არჩევნებამდე იშლებოდნენ, ან არჩევნების წაგების შემდეგ.
დღეს ამ ადამიანებმა თითქოს მოინდომეს ახალი ველოსიპედის შექმნა და არჩევნებამდე ორწელიწად-ნახევრით ადრე შექმნეს რაღაც ერთობა და დააანონსეს, რომ თითქოს ახალი ფორმატით იმუშავებენ, თუმცა მხოლოდ შიდა დაპირისპირებას ვხედავთ. ისინი მხარდაჭერას არ ეძებენ ქართულ საზოგადოებაში, ეძებენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სანამ ისინი ქართულ საზოგადოებაში არ დაიმკვიდრებენ სტაბილურ სახელს, მოუწევთ დამტკიცება, რომ თავისი ქვეყანა უყვართ და მათი სამშობლო საქართველოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობით ამას ვერასდროს დაამტკიცებენ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს, ნიკა მელია კი ამბობს, რომ თუ თავდასხმები გაგრძელდება მას მკაცრი საპასუხო რეაქცია ექნება.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051