პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
ვისურვებდი, ეს ალიანსი ჯერ არ დაიშალოს, რადგან მათგან სახალისო ისტორიებს მომავალშიც მოვისმენდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
შალამბერიძის თქმით, არ შეიძლება, ამ ადამაინებს რაიმე აერთიანებდეთ, ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან და განსხვავებული ფასეულობები აქვთ.
„სერიოზულად რომ გიპასუხოთ, მათი წარუმატებლობის მიზეზი ის არის, რომ ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, რა უნდათ. საზოგადოება სწორად ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს ქვეყნის მართვის სადავეები ხელში არ უნდა ჩაუგდოს. ეს ადამიანები ვერასოდეს გაერთიანდებიან და ასეთ სახალისო ისტორიებს ყოველდღე აგორებენ ხოლმე. მათი გაერთიანების დღეს მოვისმინეთ, რომ ალიანსის შექმნა უცხოელი პარტნიორების მოთხოვნა იყო. ეს მკაფიოდ განაცხადეს. უცხოელი პარტნიორების მოთხოვნას როცა ასრულებ და ამას ასაღებ ისე, თითქოს ამას ქართული საზოგადოება ითხოვს, ეს შედეგიანი ვერ იქნება. არ შეიძლება, ამ ადამიანებს რაიმე აერთიანებდეთ, ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან და განსხვავებული ფასეულობები აქვთ. ვფიქრობ, ახლა ისეთი სკანდალი აქვთ, ამ ყველაფერს ალიანსი შეეწირება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051