ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 23 ივნისს გამოაცხადებს.
დღეს პროცესი გაიმართა, რომელზეც ბრალდებისა და დასკვნის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა და სხდომა გადაიდო.
თავად ბრალდებული პროცესს არ დასწრებია. ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. მას 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ჯაფარიძემ არ გადაიხადა. ის სხდომათა დარბაზში დააკავეს.