ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადებაზე: მისი შეფასება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში ცდილობენ ინტეგრაციას, არის ორმაგი სტანდარტი, ძალადობა და შიდა საქმეებში ჩარევის პირდაპირი მცდელობა

ზუკა რურუა

სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების გაღვივებაში ასრულებს ევროკომისრის როლს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

დეპუტატის თქმით, ასეთი დამოკიდებულება არავის არგებს.

„ამიტომ მისი შეფასება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში ცდილობენ ინტეგრაციას, არის ორმაგი სტანდარტი, ძალადობა და შიდა საქმეებში ჩარევის პირდაპირი მცდელობა. ასეთი დამოკიდებულება არც ევრობიუროკრატიას არ არგებს და არც ევროპის ნებისმიერ ქვეყანას“, - აღნიშნა რურუამ.