ზუკა რურუა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ესეც არის ერთგვარი მექანიზმი იმის, რომ ჩვენი ქვეყანა მყარად იდგეს და არანაირმა გარე ჩარევამ და უცხო გავლენებმა არ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ

ზუკა რურუა

ესეც არის ერთგვარი მექანიზმი იმის, რომ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა მყარად იდგეს და არანაირმა გარე ჩარევამ და უცხო გავლენებმა არ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა, რითაც ეხმაურება „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

„რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ მინდა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - მთავრობის ნებართვის საფუძველზე, რა თქმა უნდა ყველას შეუძლია გრანტის მიღება“, - აღნიშნავს რურუა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებს.