1757179938
ზუკა რურუა: არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის გადაწყვეტილება იმიტომ იყო მიღებული, რომ სპეკულაციები არ იყოს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის საქართველოში მოწვევის საკითხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში განმარტეს, თუ რა მიზანს ემსახურება მთავრობის მიერ ეუთო/ოდირისთვის შესაბამისი წერილის გაგზავნა. ვაკის რაიონის დელეგატს ზუკა რურუას მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არსებულ ან სამომავლო სპეკულაციებს წერტილს დაუსვამს.
„არანაირი სპეკულაცია არ უნდა დავუტოვოთ იმ ორ ოპოზიციურ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში და რომლებიც ადრე ლანძღავდნენ და აკრიტიკებდნენ ეუთო/ოდირის დასკვნას და ახლა მათი შეცვლილი პოზიცია ვნახე რამდენიმე ინტერვიუში. ზოგადად, საერთოდ არ ვართ ვალდებულები რაიმე მისია მოიწვიოს ჩვენმა გუნდმა. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იმიტომ იყო მიღებული, რომ სპეკულაციები არ იყოს - გინდ გარე აქტორებისგან, ასევე შიდა რადიკალური წარმომადგენლების მხრიდან“, - აცხადებს რურუა.
მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.